პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დოკუმენტის დიდი ნაწილი პოლიტიკური შეფასებებია.მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომისიის ფუნქცია იყო გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება. საგამოძიებო კომისიის მუშაობა მტვარობის სხდომის დაწყებმადე შეაფასა მთავრობის მეთაურმა.
პრემირრ მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით, მისი თქმით იგი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, ქართულ ეკონომიკაში დღგ-ს სახით წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნდეს.