ხანძარს ბორჯომ-ხარაგაულის პარკში 43 წლის კაცი ემსხვერპლა

06 სექტემბერი 2018, 00:00 1491 ნახვა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დაიღუპა.  

იგი   ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.ივანე კუპრაძეს გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში