საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო განცხადება ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე.გიორგი პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ცალკეულ მოსამართლეებზე არის მიზანმიმართული ზეწოლა, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში და სხვა ფორმებითაც. პაპუაშვილს კონკრეტული საქმეები არ უხსენებია. ამბობს, რომ უნდა აღიკვეთოს საგანგაშო ფაქტები, რათა სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქცონირება.