5 და 6 სექტემბერი შემოდგომის პირველი ყველაზე ცხელი დღეები

04 სექტემბერი 2018, 00:00 8616 ნახვა

5 და 6 სექტემბერს შემოდგომის პირველი ყველაზე ცხელი დღეები იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +36 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო კურორტებზე კი +33 გრადუსამდე დაცხება.

ამავდროულად, პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ცხელი ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

ხვალ ბათუმში, მზიანი ამინდს პროგნოზირებენ. ღამით +22, დღისით კი +33 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია, რაც ბანაობისთვის იდეალურია.  

სანაპირო ზოლში ცხელი და უნალექო ამინდი 7 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი