ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გადმოვარდა

03 სექტემბერი 2018, 00:00 3758 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გადმოვარდა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აჭარაში დროებით ცხოვრობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდას მშობლებიც სახლში იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

მეზობლები ყვებიან, რომ ქალი ჯერ მაღაზიის ტენტზე დაეცა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობს და მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი