ხელვაჩაურში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

02 სექტემბერი 2018, 00:00 5424 ნახვა

ქედქედისა და სინდიეთის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია. მოსახლეობის ინფორმაციით „მაჭახელა ჰესის“ გაფართოების მიზნით  მდინარე ქედქედის წყაროზე მინი ჰესის მშენებლობა იგეგმება. მათი თქმით ამით ხეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება და ტურისტული თვალსაზრისითაც მიმზიდველობას დაკარგავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აზომვითი სამუშაოები ფარულად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებას კი ბიზნესმენი ლევან ბაკურიძე აპირებს.

ადგილობრივების თქმით  ქედქედისა და სინდიეთის მოსახლეობა ჰესის მშენებელი კომპანიისგან იმ დოკუმენტის წარდგენას ითხოვენ, სადაც დასტურდება, რომ მშენებლობა აღარ განხორციელდება. ჰესის ოპერატორ კომპანია შპს “ბაკურში” გვითხრეს, რომ  სატელევიზიო კომენტარს ხვალ გააკეთებენ. ხელვაჩაურის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიისთვის  მინიჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში