ბათუმის „დინამო“ გ. კაშიას მხარდასაჭერად

02 სექტემბერი 2018, 00:00 1442 ნახვა

ბათუმის “დინამო“ ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლენას გმობს  და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. “ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია, წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად“ _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლუბმა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.“დინამოში“ სატელევიზო კომენტარს  არ აკეთებენ. კრიტიკული შეფასებები და ნეგატიური გამოხმაურება ამჯერად გურამ კაშიას დაჯილდოვებას მოჰყვა.

ნაკრების ვიცე - კაპიტანს უეფამ თანასწორობის ჯილდო გადასცა. კრიტიკის პარალელურად,  სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები 9 სექტემბერს საქართველო - ლატვიის თამაშზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას გეგმავენ. თავდაპირველად, გურამ კაშიას გულშემატკივრების ნაწილი იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ფეხბურთელი ერთ-ერთ თამაშზე ელ-ჯი-ბი-თი თემის მხარდასაჭერი სამკლაურით გამოვიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი