ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება ელგუჯა მეძმარიაშვილს მიენიჭა. სამხედრო და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი სხვა მიღწევებთან ერთად 250 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის მიერ ჩამოყალიბდა სამეცნიერო, ტექნიკური და მიწისზედა კომპლექსები.
დღესვე საპატიო ბათუმელებად მოქანდაკე ჯიმსონ გურგენიძე, პოეტი შოთა ზოიძე და პროფესორი, მუსიკოსი ალექსანდრა ჯვარშეიშვილი დასახელდნენ. საპატიო ბათუმელები საკონსულტაციო საბჭომ ფარული კენჭისყრით შეარჩია. ისინი რეგიონის პირველმა პირებმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს.