დღეს, 31 აგვისტოს სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
იწვიმებს ასევე აჭარის მაღალმთიანეთში და დასავლეთ საქართველოს დაბლობზე.
ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.
ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ხვალ, 1 სექტემბერს ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.