არქეოლოგიური აღმოჩენა ქედაში, სოფელ ზესოფელში. ნაზიმ ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთში თიხის 13 ქვევრი იპოვეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თიხის ქვევრები, სავარაუდოდ, VI- XII საუკუნის დროინდელია.
ნაზიმ ბერიძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ თიხის ნატეხები პირველად 30 წლის წინ შეამჩნია.
''30 წლის წინ, როცა საკარმიდამო ნაკვეთში ვმუშაობდი, თოხი თიხის ჭურჭელს მოხვდა და მისი ნატეხი მიწაზე შევნიშნე. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა რამდენიმე დღის წინ, როცა იგივე განმეორდა გადავწყვიტე სპეციალისტებისთვის მიმემართა“.
არქეოლოგიური გათხრები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართულები იყვნენ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალისტები.