მონადირეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ აქცია გონიოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.
მონადირეები თორნიკე რიჟავძის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხს აპროტესტებენ, რომელშიც წერია, რომ საკითხს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეისწავლის.
მონადირეები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც მესამე წელია ნადირობა აეკრძალათ, გავერანდა და უფლების მიღების შემთხვევაში მოვლა-პატრონობას საკუთარ თავზე იღებენ. ირწმუნებიან, რომ ყოფილი სამხედრო პოლიგონი საფრთხის შემცველი არ არის.