აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ საფინანასო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პირველადი შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, ქობულეთელ ფერმერებს, რომლებსაც წელს თხილის მოსავალი მავნებლებმა გაუნადგურა სეხის გადახდის პერიოდი გაეზარდოთ.
"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას იმ ორგანიზაციებთან სადაც ქონდათ ფინანსური ვალდებულება. წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, რომ მოხდეს საშეღავათო პერიოდის გადანაწილება უკვე გრძელვადიან პერიოდზე. იმისათვის, რომ ფინანსური ვალდებულებები ამ ადამიანებს მძიმე ტვირთად არ დააწვეთ'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკება სამ საფინანსო ორგანიზაციასთან მიმდინარეობდა. მისივე თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას, დაინტერესებულ მხარეებს უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.
ფერმერები ხელისუფლებას კომპენსაციასაც სთხოვდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომპენსაციების გაცემა არ იგეგმება, რადგან ამის რესურსი არ არის.
ქობულეთელ ფერმერებს წელს თხილის მოსავალი გაუფუჭდათ. ამბობენ, რომ აზიურმა ფაროსანამ და ასევე სხვადასხვა დაავადებამ თხილი გაანადგურა. მისი რეალიზაცია კი შეუძლებელია.
დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლთან, რამდენიმე დღის წინ გამართეს. შენობასთან ერთი ტომარა თხილიც მიიტანეს და მთავრობის სახლის კარებთან დაყარეს.
ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.