გემ „PANTELENA““ -ზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაური შესაძლოა ნაოსნობაში დარჩეს

26 აგვისტო 2018, 00:00 1733 ნახვა

მეკობრეებისგან გათავისუფლებული 17 ბათუმელი მეზღვაური შესაძლებელია, საქართველოში ამ ეტაპზე არ დაბრუნდეს და გემზე მუშაობა გააგრძელოს. დამსაქმებელ კომპანია „იალქანში“ აცხადებენ, რომ გემის ეკიპაჟის წევრებთან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური ამჟამად იმყოფება ლომეს პორტშია, ეკიპაჟის  წევრებთან კავშირის დამყარება 10 დღის დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა გემის ეკიპაჟზე გაბონის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. მეკობრეებმა გემი მთლიანად გაძარცვეს, წაართვეს პირადი ნივთებიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი