შავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები დამრღვევი გემის შეჩერება - დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.