სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ქობულეთის სოფლებში 

24 აგვისტო 2018, 00:00 1925 ნახვა

ბოთლით სავსე სასმელი წყლით მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე  -  ამტკიცებს რომ ქილა მღვრიე წყლით სოფელ ხუცუბანში აავსო.

ლელა ვერულიძემ ამ ფორმით პასუხი მოითხოვა კითხვაზე, რატომ იქმნება ეს პრობლემა, წყალსადენის სისტემის მოწესრიგების მიუხედავად. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერს არ ენდობიან, ამბობენ რომ არ არის გამორიცხული წყალი არ იყოს აღებული ონკანიდან.

ფაქტის გადამოწმებას სოფო მაკარაძე ცდილობდა, ხუცუბანში ყვებიან რომ წყლის სისუფთავის პრობლემა წვიმის დროს იქმნება.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში