ფერმერებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს 

23 აგვისტო 2018, 00:00 2676 ნახვა

ფერმერებმა რუსთაველის ქუჩა რამდენიმე წამით გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზა დაატოვებინეს და მოძრაობაც მალევე აღდგა.

მოგვიანებით ფერმერებმა განმარტეს, რომ ისინი მხოლოდ ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ და გზა მათ არ გადაუკეტავთ.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე რუთაველის ქუჩაზე რჩებიან. ზებრა გადასასვლელზე ისინი უწყვეტ რეჟიმში მოძრაობენ. 

ადგილზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიშვილიც იმყოფებოდა. 

ფერმერებმა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ერთი ტომარა თხილი მიიტანეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი რეალიზაცია შესთავაზეს.

ისინი ამბობენ, რომ აზიურმა ფაროსანამ და სხვა დაავადებებმა მოსავალი მთლიანად დააზიანა.

ირწმუნებიან, რომ ყველა მათგანს ბანკიდან სესხი აქვს აღებული და თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ. ისინი მთავრობას კომპენსაციას სთხოვენ.

განახლებული: 13:50

ამ წუთებში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მთავრობის შენობაში იმყოფებიან. ისინი, სავარაუდოდ, შეხვედრას მართავენ. 

ფერმერები ამბობენ, რომ შეხვედრაზე არ შეუშვეს. მათი სახელით კი ოპოზიცია ისაუბრებს.

 კონკრეტულად ვის ხვდებიან ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები უცნობია. მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ. 

ფერემერბის  ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩავიდეს და დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდეს. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი