შპს ''სანდასუფთავების'' თანამშრომლებმა, ბათუმის ქუჩებში შინაური ცხოველები დაიჭირეს. მაკონტროლებლებმა მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიიდან სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
მოქალაქე, სამართალდარღვევათა კოდექსის 148-მუხლის მესამე ნაწილით, შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ დატოვების გამო დააჯარიმეს.
მას 60 ლარის გადახდა მოუწევს, რადგან შედგენილი იქნა სამი ოქმი. თითეული მათგანი 20-ლარიან საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.