ბათუმსა და თბილისში 1618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.