უნიკალური აღმოჩენა მაჭახელას ხეობაში

20 აგვისტო 2018, 00:00 4469 ნახვა

რამდენიმე დღეა არქეოლოგები მაჭახლის ხეობაში საველე ექსპედიციას ატარებენ. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წინარე ბრინჯაოს ხანაში, ქვედა ჩხუტუნეთის ჩანჩქერზე ადგილობრივების მიერ, სპილენძის პირველადი დამუშავება ხდებოდა. მათი განმარტებით, ამას ადასტურებს ჩანჩქერზე არსებული ე.წ. გობები და საფეხურები. 

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჩანჩქერზე არსებული საფეხურები ბუნებრივი იყო. მკვლევართა ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო გაკეთებული. 

 

ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი სავარაუდოდ, მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო. 

სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება.

სპეციალისტები ადგილზე 20 დღის განმავლობაში დარჩებიან, სამუშაოები 24 აგვისტოს დასრულდება. 

ექსპედიციის ჩატარების იდეა არქეოლოგ ამირან კახიძეს ეკუთვნის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი თემაზე მუშაობს. ახალი აღმოჩენისა და ექსპედიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში