„ბუბა“ კაკაბიძის საიუბილეო კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ვახტანგ კიკაბიძეს მე- 80 დაბადების დღე მეგობრებმა მიულოცეს. კონცერტში ნანი ბრეგვაძე, ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი, ემინ აგალაროვი, ლიზა ბაგრატიონი და ეკა მამალაძე მონაწილეობდნენ.
2 საათნახევრიან საღამოზე არაერთი ცნობილი ჰიტი აჟღერდა. ამავე შემადგენლობით საიუბილეო კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დღეს საღამოს 8 საათზეც გაიმართება.