აგროსერვის ცენტრი და სომხური ფონდი ვეტერინარულ სფეროში ითანამშრომლებენ. შესაბამის შეთანხმება დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და ფონდ “ქარდი”-ს გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს. პროექტის განსახორციელებლად 85 ათასი ევროა გამოყოფილი. შეთანხმება ვეტერინარიის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და აჭარაში ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის უახლესი მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.