სასტუმრო ''ველმონდს'' დამსვენებლები ტოვებენ. ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას სტუმრების შენობიდან გასაყვანად 6 საათი რჩება.
როგორც „ველმონდის“ ადვოკატი აცხადებს, სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ უსწრაფესად, უწყებასთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება.
ვიზიტორები სხვადასხვა სასტუმროში გადაჰყავთ.
სასტუმრო ''ველმონდი'' დღეს 18 საათზე დაიხურება...