ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი მაშველებმა იპოვეს

16 აგვისტო 2018, 00:00 2730 ნახვა

ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი იპოვეს. 9 წლის მოზარდს მაშველები როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზეც ეძებდნენ.

ბიჭის დედა ყვება, რომ შვილი სანაპიროზე განთავსებულ ატრაქციონზე თამაშობდა, თავადაც იქ იყო, როცა ბავშვი გაუჩინარდა. მისი ძებნა მალევე დაიწყეს, პროცესში მაშველები და მოსახლეობაც ჩაერთო. 

არასრულწლოვანი მაშველებმა სანაპიროზე ნახეს.

თამარ მეფის ქუჩაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში