უკეთესი დასვენებისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრები ვიზიტორებს ფასდაკლების ვაუჩერებს სთავაზობს. “ბათუმი დისქაუნთ ქარდი”-ს მფლობელები 40-მდე ტურისტულ ობიექტში, ასევე სასტუმროსა და კაფე-რესტორნებში 10-დან 33 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ობიექტებს შორის, რომლებშიც ტურისტებისთვის შეღავათიანი ტარიფები იმოქმედებს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე, იახტკლუბი, კინოთეატრი “აპოლო” და ბათუმველოა.
ბათუმი დისქაუნთ ქარდის ღირებულება 10 ლარია და მისი შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ფასდაკლების ვაუჩერთან ერთად რეგიონის სტუმრები უფასო სიმ ბარათს, მუნიციპალური ტრანსპორტით ათჯერ უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობას და ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებსაც მიიღებენ. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება დაინტერესებულ პირებს ვებ-გვერდზე gobatumi.com-ზე შეუძლიათ.