დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

12 აგვისტო 2018, 00:00 1483 ნახვა

აფხაზეთის ომის ვეტერანი, გივი ონიავა სახელმწიფოს დახმარებას თხოვს. სახლი, სადაც ის მახინჯაურში, აღმაშენებლის 12 ნომერში მეუღლესთან ერთად 12 წელი ცხოვრობდა, გაიყიდა. ახალმა მეპატრონემ  კი მათ საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვა. დევნილი ოჯახი თავს სახლის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხს აფარებს, რომელიც ასევე გაყიდულია.  გივი ონიავამ  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებამ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა , თუმცა როგორც გივი ონიავა ამბობს, დახმარება ვერ მიიღო, უარი კი სოციალური ქულების გამო უთხრეს.

ფულადი დახმარებისთვის,  მინისტრის ბრძანებით ბენეფიციარი 30 ათასამდე ქულას უნდა ფლობდეს და არა მეტს. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. რაც შეეხება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - აქ ვეტერანებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომლითაც,  როგორც განმარტეს გივი ონიავა სარგებლობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი