ამერიკული ჯგუფის მიერ ქართულად შესრულებული სულიკო და მაყურებლის ოვაციები. ბლექ სი არენაზე კიდევ ერთი ქართული და უცხოური მუსიკის კოლაბორაცია შედგა. ანსამბლმა შვიდკაცამ მოღვაწეობის 20 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა.
შვიდკაცასა და 8 გრემის მფლობელი ცნობილი ამერიკული ჯგუფის Take six- ის ერთობლივ მუსიკალური საღამო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ანსამბლის რეპერტუარიდან აჟღერდა პოპულარული სიმღერები, კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით უკრავდა.დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო.