საინიციატივო ჯგუფ „ბათუმი დიდგორი 2018“- ის განცხადებით, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი „დიდგორობის“ აღნიშვნის წინააღმდეგია. საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საელჩოს წარმომადგენლებს მოუწოდეს , ხელი არ შეუშალონ ამ დღის აღნიშვნაში.
მათ ასევე ხვალ დაგეგმილი მსვლელობაც დაანონსეს, რომელიც „დიდგორობას“ მიეძღვნება. თურქეთის საკონსულოში „მთავარს“ განუმარტეს , რომ საელჩო საინიციატივო ჯგუფის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.