ქუჩის კონცერტების შემდეგ, მუსიკალური ფესტივალი “black Sea Sound“ მასშტაბურ კონცერტს მართავს. ღონისძიება ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდება, 20 საათზე დაიწყება და მასში პოპულარული ბენდები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები. ამ წუთებში, რეპეტიცია მიმდინარეობს.
“black Sea Sound“ წელს მეოთხედ იმართება. განსხვავებით სხვა წლებისგან, ამჯერად ფესტივალის მუსიკალურ პროგრამას საგანმანათლებლო კომპონენტიც დაემატა. მის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და ვორქშოპები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ფესტივალის ორგანიზატორი “ერედელია“, პროექტის მხარდამჭერი კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.