ბეშუმსა და ბახმაროში ღამით ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს

10 აგვისტო 2018, 00:00 9093 ნახვა

12-13 აგვისტოს ბეშუმსა და ბახმაროში აცივდება. ტემპერატურა ღამით +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +15, +17 გრადუსისი იქნება.

ტემპერატურის ასეთ დაბალ ნიშნულზე დაწევა გამოწვეული იქნება, ანტიციკლონური სიტუაციის შექმნით, რომელიც როგორც წესი ციკლონის გადასვლის შემდეგ ყალიბდება და უმეტესად უნალექო ამინდს განაპირობებს.

აღნიშნულ კურორტებზე ღამის საათებში დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, 13 აგვისტოდან წვიმა მოსალოდნელი არ არის.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი