ბათუმელმა ქეთი ბოლქვაძემ შოტლანდიაში გამართული სპორტული ტანვარჯიშის ჩემპიონატის მსაჯობისთვის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. სპორტსმენს უკვე აქვს საერთაშორისო მსაჯის წოდება, ასეთი კი საქართველოში სულ ორია. ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი რუსუდან სიხარულიძეა.
27 წლის ქეთი 4 წლიდან ვარჯიშობს, ევროპის ჩემპიონატებს კი 2012 წლიდან მსაჯობს. ამასთან ქეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელია. რატომ გადაწყვიტა ქეთიმ სპორტსმენობის ნაცვლად, თავად შეეფასებინა სხვა ტანმოვარჯიშეების სპორტული ხელოვნება?