ნულოვანი ტუბერკულოზის ინიცირების ფარგლებში ამ წუთებში მოსახლეობის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს ე. წ ოცნების ქალაქში. მობილურ ლაბორატორიაში მოქალაქეებს სამი ინფექციის - ტუბერკულოზის ,აივ ინფექციისა და ც ჰეპატიტის სკრინინგი უტარდებათ.
პროგრამის მიზანია დაავადებების გავრცელების შემცირება რეგიონში. პროექტი გლობალური ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. დაავადებათა სკრინინგი აჭარიდან დაიწყო და მისი ჩატარება სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.