საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება, ასე ფიქრობს გამოკითხულთა უმრავლესობა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ის) კვლევის თანახმად.
კითხვაზე - ძირითადად როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ საერთოდ არ იცვლება, გამოკითხულთა 23% კი თვლის, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.
გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, ზუსტად ამდენივე კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
გამოკითხულთა მეორე ნაწილს, იგივე კითხვით მიმართა ორგანიზაციამ, თუმცა სავარაუდო კითხვებში არ იყო მითითებული პასუხი "საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება", შედეგები შემდეგ ნაერად გადანაწილდა.
ამ შემხთვევაში, მოქალაქეთა 40% მიიჩნია, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.
კვლევის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.