მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს- განმარტავენ უმრავლესობის წევრები.
გუშინდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას დღესაც გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრები. პროტესტის გამოხატვას მოქალაქეების ნაწილი არამხოლოდ განცხადებებით აპირებს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ახალ მოძრაობას - “არა ნარკოტიკებს“ იწყებს.