საბერძნეთის მოქალაქეები მემკვიდრეობით მიღებულ მიწას ვერ ირეგისტრირებენ

30 ივლისი 2018, 00:00 2683 ნახვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.  ამჯერად სასამართლოს საბერძნეთის ორმა მოქალაქემ მიმართა.  

პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ არაკონსტიტუციურად სცნოს კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია აკრძალულია. 

საბერძნეთის მოქალაქეები საქართველოში მემკვიდრეობით მიღებულ სახლს და მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ნორმის გაუქმების მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, ორივე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო მოსამართლეებმა. გადაწყვეტილების მიუხედავად კანონი არ შეცვლილა. საქართველოს პარლამენტმა საკითხზე მორატორიუმი გამოაცხადა და ნორმა ძალაში დატოვა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში