ბონის ბაზარში ხორცის შემნახველი სამაცივრეები დაილუქა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ''კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის'' თავმჯდომარის განცხადებით, ბაზრის მეორე სართულზე, აღმოჩენილია ხორცის ე.წ. სამალავი, სადაც სანაყინე მაცივრებში მოთავსებულია საჭმელად უვარგისი ხორცი.
მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ხორცის რეალიზაცია ხდება ბაზარსა და მაღაზიებში. საპირისპიროს ირწმუნებიან მოვაჭრეები, თუმცა ღოღობერიძის მოთხოვნაზე მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. დაიწყო ხორცპროდუქტების ლაბორატორიული შესწავლა.