მეტი დეტალი მოზარდების მკვლელობის საქმეში

28 ივლისი 2018, 00:00 1868 ნახვა

7 საათს გაგრძელდა დღეს სამი არასრულწლოვნის გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების განცხადებით ახალგაზრდები ღირებულ ინფორმაციას ფლობდნენ.

ისინი ირიბი მოწმეები არიან, რადგან ინციდენტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ჩხუბის დროს იყვნენ ხორავას ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ დღეს გამოკითხული სამი არასრულწლოვნიდან 2017 წლის დეკემბერში გამოძიებას 2 არ დაუკითხავს. მომდევნო კვირაში უკვე მსჯავრდებული პირების, ასევე შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა იგეგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი