საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას “ღირსეულ პარტნიორ 2018”-ს მასპინძლობს, მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
გერმანული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული, საზღვაო გზით ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.