ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში სამ არასრულწლოვანს კითხავს. როგორც ცნობილია ისინი უშუალოდ ჩხუბში არ მონაწილეობდნენ თუმცა ინციდენტის დროს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ და არიან ამბის შემსწრე.
დღეს გამოსაკითხი 3 არასრულწლოვნიდან გამოძიებას დეკემბერში 2 არ დაუკითხავს. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია მათ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები იცოდნენ.