აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის პირველ სხდომას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამართავს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა საკითხებზე იმსჯელებენ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრები. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროებში არსებული სიტუაციების მოკვლევა მიმდინარეობს.