ეროვნული გამოცდები დასრულდა. ათობით ათასი აბიტურიენტი შედეგების მოლოდინშია, გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს პირველ კვირაში გასაჯაროვდება. მომდევნო კვირიდან გახდება ასევე შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მაია მიმინოშვილმა გამოცდები ფეისბუქ-ლაივის საშუალებით შეაჯამა. თქვა რომ გამოცდების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, ასევე მინი,ალური რაოდენობის აბიტურიენტი მოუხსნა სხვადასხვა მიზეზით გამოცდიდან.
ამასთან წელს პირველად საგამოცდო ცენტრები გაგრილების სისტემით აღიჭურვა, თუმცა ტექნიკური საკითხების მოგვარება გამოცდების პარალელურად მიმდინარეობდა.