მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი და აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების წესი განსაზღვრა მთავრობამ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აღნიშნულ სამსახურებში შრომის ინსპექტირებისთვის სასამართლოს დადგენილება საჭირო აღარ იქნება. დავით სერგეენკოს თქმით ეს ვალდებულება ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჰქონდა აღებული.