სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში ხელფასები 20-30% გაეზრდებათ. ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ჯანდაცვის ეს სერვისი იყოს ხარისხიანი და ოპერატიული.