აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. აღინიშნა, რომ ფიდეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დასმული საკითხების ძირითადი ნაწილი გადაჭრილია.
რჩება რიგი საკითხები, რომელთა შესრულება სამთავრობო კომისიის დახმარებით სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.