ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს. ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ. დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ტურისტები სამედიცინო დაწესებულებაში, შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.
უცხოელი ვიზიტორების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.