ბათუმის მერი ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ლაშა კომახიძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. მოქალაქეებმა ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს.
ნაწილის მოგვარებას თავად ბათუმის მერი დაჰპირდა. ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოსაგვარებლად კი ხელვაჩაურის მერიასთან კოორდინაციაში დაეხმარება.