გამოკითხვა საპატიმროში მოზარდების მკვლელობის საქმეზე

22 ივლისი 2018, 00:00 1363 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები ახლა მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში კითხავენ. კომისიის წევრებს ძირითადი კითხვები ექნებათ მირზა სუბელიანისადმი, რამდენად იყო ის ჩართული გამოძიებაში. მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება ტენდენციურად.

კომისიის წევრების თქმით თენგიზ კალანდიას მიმართ ყველა ის კითხვა დაისმება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი