ბეშუმი ტურისტულ სეზონზე

21 ივლისი 2018, 00:00 4050 ნახვა

ბეშუმში მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის საფასური რჩება, ერთ ოჯახს თვის განმავლობაში 70 ლარის გადახდა უწევს , მიუხედავად იმისა თუ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს. კურორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ რომ ეს პრობლემა მომდევნო სეზონამდე მოგვარდება.

ბეშუმში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. კურორტზე ამ ეტაპზე ქვეითთა საცალფეხო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს,  რომლისთვისაც 129 ათასი ლარი დაიხარჯება. ე.წ გაფენილი წყლის ტერიტორიაზე ახალი მოედანი შენდება, არსებული კი რემონტდება. ბეშუმში 140 ათასი ლარი დაიხარჯება სანიაღვრე არხების ცხაურებით დახურვისთვის.  ხულოს მერიის მოადგილის ინფორმაციით კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. “შუამთობისთვისბეშუმზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში