XII საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალს ქედის მუნიციპალიტეტიც მასპინძლობს. შეჯიბრი, რომელიც შუახევში, ჩირუხის მთიდან დაიწყო სასადილოს, კოსლითავისა და ნაკონაღვარის მთებზე გაგრძელდა.
დღეს მრბოლელები სოფელ გუნდაურიდან დაბა ქედაში გაემგზავრნენ, სადაც მცირე კონცერტი გაიმართა, მოეწყო გამოფენა. ოფროუდ ფესტივალი ხვალ ივლისს დასრულდება.