მესამე სექტორი ტყიბულის შახტებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

20 ივლისი 2018, 00:00 1673 ნახვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში მშრომელთა დაღუპვის და დაშავების შემთხვევების შემსწავლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტს მიმართავენ.

მესამე სექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი.

კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები.

ორგანიზაციების განცხადებით  არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი