ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტს. მესამე სექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც 2006 წლიდან დღემდე, შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევას შეისწავლის და შეაფასებს.
მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს როგორც საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხისაქმეების გამოძიების დროს.